Loading data...
სოხუმის აეროპორტში ომსკიდან პირდაპირი ავიარეისი შესრულდა

სოხუმის აეროპორტში რუსეთის ქალაქ ომსკიდან პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. ეს მე-12 მიმართულებაა 2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

ამჟამად პირდაპირი ავიარეისები სოხუმში სრულდება ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან, მინერალური წყლებიდან, მოსკოვიდან, ნიჟნი ნოვგოროდიდან, ორენბურგიდან, სამარიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, უფადან, ხანტი-მანსიისკიდან და ჩელიაბინსკიდან.

სოხუმში რუსეთიდან 5 ავიაკომპანიის თვითმფრინავები დაფრინავს. 2026 წლის მაის-ივნისში სოხუმის აეროპორტი 24 ათას მგზავრს მოემსახურა. 2025 წელს მგზავრთა რიცხვი 10 ათასი იყო.

როგორც სოხუმის აეროპორტის დირექტორმა რუსლან ბლინდიუკმა განაცხადა, „რუსეთის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობისთვის აფხაზეთი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება“.