Loading data...
სოხუმის აეროპორტიდან დამატებითი ავიარეისების შესრულება დაიწყო

18-30 სექტემბერს ავიაკომპანია Nordwind სოხუმის აეროპორტიდან დამატებით ავიარეისებს შეასრულებს. ამის შესახებ Apsadgil info იუწყება.

უკვე არსებულ მიმართულებებს დაემატება ფრენები სიკტივკარში, ტომსკში, ნოვოკუზნეცკში, პერმში, კემეროვოში, მაგნიტოგორკსში, ნიჟნეკამსკში, ნიჟნევარტოვსკში და ბარნაულში.

რეისების განრიგის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის საიტზე გავრცელდება.

ამავე წყაროს ცნობით, 2026 წლის დასაწყისიდან რუსულმა ავიაკომპანიებმა სოხუმის აეროპორტის გავლით 136 ათასი მგზავრი გადაიყვანეს.