1784968489
კონფლიქტები
სოჭიდან აფხაზეთში ჩასულმა ექიმებმა ბავშვებს კვლევები ჩაუტარეს
რუსეთის ქალაქ სოჭიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასულმა ნეიროსარეაბილიტაციო ცენტრის, „იმპულსის“ ექიმებმა ბავშვებს კვლევები ჩაუტარეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
დელეგაციის შემადგენლობაში ნევროლოგები, ნუტრიციოლოგები, კლინიკური ფსიქოლოგები, ლოგოპედი, მუსიკალური თერაპევტი და ABA-თერაპევტი შედიან.
20 ბავშვს „აშანას“ ფონდში უფასო კვლევა ჩაუტარდა. შემოწმებულები იყვნენ ფსიქიკური და მეტყველების განვითარების პრობლემის მქონე ბავშვები, ასევე აუტისტური სპექტრის მქონე პატარები.
ექიმებმა რამდენიმე ბავშვს დიაგნოზები დაუსვეს და მათ განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ.