Loading data...
„სიტუაცია რთულდება“ - სირსკიმ პოკროვსკში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა

თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ პოკროვსკ-მირნოგრადის მიმართულებით თავდაცვას, რუსული ჯარების მხრიდან მზარდი ზეწოლის მიუხედავად, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ის სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამ მიმართულებით და მოისმინა მეთაურების ანგარიშები.

„სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მოწინააღმდეგე ცდილობს გაზარდოს ზეწოლა უკრაინის თავდაცვით პოზიციებზე, აქ დამატებით რეზერვები გადმოჰყავს“, - აღნიშნა მთავარსარდალმა.

სირსკიმ, ასევე, უკრაინელი სამხედროები სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოებით დააჯილდოვა და ისაუბრა მათ პასუხისმგებლობასა და პროფესიონალიზმზე.

„უკრაინელი ჯარისკაცები და მეთაურები აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას, ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს“, - დასძინა მან.