Loading data...
„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ქალაქი ალყაში არ არის მოქცეული“ - უკრაინის შეიარაღებული ძალები კუპიანსკის გარშემო არსებული ვითარებაზე

რუსული ძალები ჩრდილოეთიდან კუპიანსკში შეღწევას ცდილობენ. სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ქალაქი ალყაში არ არის მოქცეული, - ამის შესახებ ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების (OSUV) „დნიპროს“ პრესმდივანმა ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა.

„კუპიანსკი ახლა სინამდვილეში პოკროვსკია, ოღონდ ოდნავ უფრო მცირე მასშტაბით. სიტუაცია ძალიან მსგავსია. იქ ახლა რუსები ძირითადად ცდილობენ ქალაქში შეღწევას ჩრდილოეთიდან, ყველა არსებული ინფრასტრუქტურული, გეოგრაფიული და სხვა საშუალებების გამოყენებით“, - აღნიშნა ტრეგუბოვმა.

ამასობაში, უკრაინელი სამხედროები ცდილობენ შეაჩერონ დამპყრობლები და ხელი შეუშალონ მათ მიზნების მიღწევაში.

პრესსპიკერმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსული საინფორმაციო რესურსები ავრცელებს ცრუ ინფორმაციას ქალაქის სავარაუდო ალყაში მოქცევისა და თითქმის აღების შესახებ.

„სინამდვილეში, საბედნიეროდ, ეს ასე არ არის. თუმცა, კუპიანსკში სიტუაცია მარტივი არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრეგუბოვმა.