Loading data...
სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი კონტრშეტევის შესახებ განაცხადა

უკრაინა ახალ შეტევით ოპერაციებს გეგმავს, რადგან გამარჯვების მიღწევა მხოლოდ თავდაცვით შეუძლებელია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრე სირსკიმ lb.ua-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის სტრატეგიული გეგმა არ შეცვლილა და მთელი უკრაინის ოკუპაციას ითვალისწინებს: შეიცვალა მხოლოდ დაგეგმილი ვადები, ასევე, არსებული იარაღისა და პერსონალის რაოდენობა.

„ჩვენ ჩავატარებთ შეტევით ოპერაციებს, ვიბრძოლებთ ოპერატიული ინიციატივის შესანარჩუნებლად, რადგან ეს აიძულებს რუსეთს ნაჩქარევად გადააჯგუფოს საბრძოლო ფორმირებები, რათა შეაკავოს ჩვენი აქტიური მოქმედებები“, - განაცხადა სირსკიმ.

როდესაც ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა ომში გარდამტეხი მომენტი იყოს წელს, არმიის მეთაურმა უპასუხა, რომ ეს მოხდება რიგი პირობების შემთხვევაში: ტექნოლოგიური უპირატესობის მიღწევა, დასავლეთის მხარდაჭერა და საკუთარი იარაღის წარმოების დამკვიდრება.

სირსკის თქმით, უკრაინას ამისთვის ყველა საფუძველი აქვს.

„შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური აღჭურვილობის ახალ დონეზე გადასვლა საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ადამიანების პირდაპირი მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში, გავზარდოთ მანქანების, პირველ რიგში, დრონების სისტემების, ჩართულობა“, - დასძინა მეთაურმა.