Loading data...
სირსკი: კურსკის ოლქში ფრონტი უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ რჩება

რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტს კვლავ აკონტროლებენ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ სოციალურ ქსელ Facebook-ზე განაცხადა.

სირსკის თქმით, ის მუშაობდა სამხედრო ნაწილებსა და ქვედანაყოფებში, რომლებიც სუმისა და კურსკის ოლქებში მოქმედებდნენ, სადაც „უკრაინელი ჯარისკაცები გაბედულად და ეფექტურად ასრულებენ საბრძოლო მისიებს”.

„მტრის ყველა მცდელობის მიუხედავად, აიღოს ინიციატივა, სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშ რჩება“, - აღნიშნა სირსკიმ.

მან დასძინა, რომ უშუალოდ ახორციელებდა სამუშაოებს ბრიგადის სამეთაურო პუნქტებში და მოუსმინა ბრიგადის მეთაურებს, მათ წინადადებებს შემდგომი ქმედებების შესახებ და დაეხმარა პრობლემური საკითხების გადაჭრაში.

„სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, მივიღე არაერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავდა მტრის მოქმედებების აღკვეთას და მისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას“, - განაცხადა სირსკიმ.

სირსკიმ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცოცხალ ძალასა და აღჭურვილობაში ოკუპანტების უპირატესობის მიუხედავად, უკრაინის არმიის უნარი და პროფესიონალიზმი რუს აგრესორს მიზნის მიღწევის საშუალებას არ აძლევს.

ცნობისთვის, უკრაინამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია მიმდინარე წლის 6 აგვისტოს დაიწყო.