შეტევის ახალი ტალღა თეირანზე - ისრაელს ირანი კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმით პასუხობს
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, მათ ირანის დედაქალაქ თეირანზე თავდასხმების ახალ ტალღა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ფრანს პრესი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თეირანში ორი აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედროებმა ქალაქზე თავდასხმები განაახლეს.
BBC-ის ინფორმაციით, თეირანზე განხორციელებული იერიშის საპასუხოდ ირანმა ისრაელზე, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე თავდასხმები განაახლა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდაცვითი სისტემები მათ გასანეიტრალებლად მოქმედებენ.
არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მათი საჰაერო თავდაცვა „ამჟამად რეაგირებს ირანიდან მომავალი რაკეტებისა და დრონების საფრთხეებზე“.
ინფორმაციას ავრცელებს კატარის თავდაცვის სამინისტროც. მათი თქმით, შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდასხმა ჩაახშვეს.