შეტევების თითქმის ნახევარი პოკროვსკის მიმართულებით ხდება - რა მდგომარეობაა ფრონტზე?
14 იანვარს, ფრონტზე 170 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბრძოლების თითქმის ნახევარი პოკროვსკის მიმართულებით მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი იუწყება.
გენშტაბის ცნობით,პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეაჩერეს აგრესორის 70 თავდასხმა.
„ხარკოვის მიმართულებით მოწინააღმდეგე ორჯერ შეიჭრა უკრაინული ჯარების პოზიციებზე ვოვჩანსკის რაიონში.
დღის განმავლობაში კუპიანსკის მიმართულებით ოკუპანტების მხრიდან ხუთი თავდასხმა მოხდა. თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს თავდასხმები.
დამპყრობელმა ლიმანის მიმართულებით 17-ჯერ შეუტია. ცდილობდა წინსვლას.
მოწინააღმდეგემ 14-ჯერ შეუტია შეიარაღებული ძალების პოზიციებს სივერსკის მიმართულებით. კრამატორსკის მიმართულებით 14 შეტაკება დაფიქსირდა.
ტორეცკის მიმართულებით აგრესორმა რვა შეტევა განახორციელა ტორეცკისა და შჩერბინივკას მახლობლად.
ნოვოპავლოვსკის მიმართულებით ოკუპანტმა რვაჯერ შეუტია უკრაინის პოზიციებს.
დნეპრის მიმართულებით მოწინააღმდეგე არ წყვეტს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ოკუპირებული პოზიციებიდან განდევნას, აგრესორმა ბოლო დღის განმავლობაში სამი წარუმატებელი თავდასხმა განახორციელა.
კურსკში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა რუსი დამპყრობლების 24 თავდასხმა მოიგერიეს. აგრესორმა საკუთარ ტერიტორიაზე ცხრა საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ორეხოვოსა და გულიაიპოლეს მიმართულებით წინა დღეს საბრძოლო შეტაკებები არ მომხდარა.
გასულ დღეს რუსეთის ფედერაციამ 1 580 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინელმა სამხედროებმა, ასევე, გაანადგურეს 13 ტანკი, 22 ჯავშანტექნიკა, 52 საარტილერიო სისტემა, 2 საჰაერო თავდაცვის მანქანა, 107 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი და 204 ერთეული საავტომობილო ტექნიკა.
გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ დაარტყეს ორ საკონტროლო პუნქტს, ოთხ პერსონალის კონცენტრაციის არეალს და კიდევ ერთ მნიშვნელოვან მოწინააღმდეგის ობიექტს“, - აღნიშნავენ გენშტაბში.