Loading data...
შეტევა დნეპროპეტროვსკის ოლქზე - არიან დაღუპულები

3 ივლისს, დილის საათებში რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქს შეუტიეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქ დნეპრში ათამდე აფეთქების ხმა გაისმა. 

მოგვიანებით, ქალაქის მერმა ბორის ფილატოვმა ინფორმაცია გაავრცელა მსხვერპლის შესახებ.

„სამწუხაროდ, სამოქალაქო პირებში არიან დაღუპულები“, - დაწერა მან.

არსებული ცნობით, შეტევა განხორციელდა სავაჭრო ცენტრზე. აგრეთვე, ხანძარი გაჩნდა ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებაში.

ამ ეტაპზე არსებული ცნობით, დაშავებულია 18 ადამიანი, მათ შორის, 14 წლის გოგონა.