Loading data...
შეტევა 3 მიმართულებით და 123 საბრძოლო შეტაკება ფრონტზე - უკრაინის გენშტაბი

29 ნოემბრის დღის დასაწყისიდან ფრონტზე 123 ბრძოლა გაიმართა. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია კურახოვოს, ვრემივისა და პოკროვსკის მიმართულებით, სადაც განხორციელდა თავდასხმების ნახევარზე მეტი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

გენშტაბის ცნობით, ჩერნიგოვის, სუმის და ხარკოვის რეგიონების სასაზღვრო რაიონები კვლავ განიცდიან დაბომბვას.

ხარკოვის მიმართულებით ოკუპანტები ორჯერ შეიჭრნენ უკრაინული ქვედანაყოფების პოზიციებზე ვოვჩანსკის  რაიონში. ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ექვსჯერ მოწინააღმდეგე თავს დაესხა უკრაინის პოზიციებს კუპიანსკის მიმართულებით. უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს თავდასხმები.

ლიმანის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა უკვე მოიგერიეს 16 თავდასხმა.

კრამატორსკის მიმართულებით დამპყრობლებმა ორი თავდასხმა განახორციელეს. ამჟამად თავდასხმები ისევ მიმდინარეობს.

ტორეცკის მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს აგრესორუის თავდასხმა.

პოკროვსკის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან ოკუპანტებმა უკვე შეუტიეს 21-ჯერ. თავდაცვითმა ძალებმა, სულ ცხრამეტი შეტევა მოიგერიეს. 

ამ დროისთვის ყველაზე მეტი შეტაკება კურახოვოს მიმართულებით დაფიქსირდა. დამპყრობლებმა 33-ჯერ შეუტიეს უკრაინულ ქვედანაყოფებს და ცდილობდნენ წინსვლას. ბრძოლა გრძელდება.

ვრემივსკის მიმართულებით დამპყრობლებმა განახორციელეს 22 თავდასხმა უკრაინის ჯარების პოზიციებზე. შეტაკება გრძელდება.

გულიაიპოლეს მიმართულებით, დამპყრობელი იყენებს თავდასხმის თვითმფრინავებს, რაკეტებით ურტყამს გულიაიპოლეს დასახლების არეალს.

კურსკის რაიონში უკრაინელმა დამცველებმა დღეს რუსი დამპყრობლების 11 თავდასხმა მოიგერიეს, ბრძოლა გრძელდება“, აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.