Loading data...
სერგეი შამბა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

სერგეი შამბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას სოხუმის ლიდერმა ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შამბა დე ფაქტო საგარეო უწყებას 1997-2004 წლებში ხელმძღვანელობდა. 2004 წლის ივნისში ის გადადგა და საკუთარი კანდიდატურა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დააყენა. 2004 წლის დეკემბრიდან ის კვლავ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. 2010-2014 წლებში იყო დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, სოლო 2020 წლის ივლისიდან - ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.

რაც შეეხება დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას, იქ ბჟანიამ რაულ ლოლუა დანიშნა.

ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ინალ არძინბა 2024 წლის 7 მაისს გადადგა. მაშინ არძინბამ განაცხადა, რომ თანამდებობა „სხვა სამსახურში გადასვლის გამო“ დატოვა.