საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია

მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ სუს-ი აგრძელებს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.
„საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითის მიმდებარედ, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს უკანონოდ დაკავებული ჰამლეტ მარგველაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.