Loading data...
სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის გამო უმაღლესი რადას სხდომა გაუქმდა - უკრაინული მედია

კიევში სამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის გამო უმაღლესი რადას სხდომა გაუქმებულია.

მედიის ინფორმაციით, დეპუტატები გააფრთხილეს დაბომბვის საფრთხის შესახებ და მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ყოფნა სამთავრობო კვარტალში.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია უკრაინის პარლამენტზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ უახლოეს დღეებში. ვნახოთ, მოხდება ეს თუ არა. პუტინმა მაქსიმალურად გაზარდა უკრაინელი ხალხისთვის ფსონები“, - განაცხადა დეპუტატმა ტარას ბატენკომ.