Loading data...
სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - AP News

ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანზე განხორციელებულ დარტყმებს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Associated Press News აქვეყნებს.

ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტირის რეგიონზე იერიშების შედეგად, შვიდი ადამიანი, მათ შორის ექვსი სირიელი და ერთი ლიბანელი დაიღუპა, ცხრა ადამიანი კი დაშავდა.

მათივე ცნობით, ნაბატიეს რეგიონზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა. ხოლო სოფელ კფარ ტებნიტზე მიტანილი იერიშის შედეგად კი სამი ადამიანი დაიღუპა, ოთხი - დაიჭრა.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, ირანზე თავდასხმები თითქმის ორი საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა. ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, თეირანში „დარტყმების ტალღის“ სამიზნეს სამთავრობო ინფრასტრუქტურა წარმოადგენდა.