Loading data...
რუსეთს 2026 წლისთვის ომის დასრულება სურს - ბუდანოვი

რუსეთის ფედერაციას სურს დაასრულოს ომი უკრაინის წინააღმდეგ 2025 წლის ბოლოს - 2026 წლის დასაწყისისთვის. მეტიც, მოსკოვი იმედოვნებს, რომ მისი გამარჯვებით დასრულდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ელიან, რომ „ყველა პრობლემა“ 2025 წლის ზაფხულში დაიწყება.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ მაშინ გაერთიანდება როგორც ფინანსური, ისე ეკონომიკური და სოციალური და პოლიტიკური ფაქტორები. ახლა რუსეთის ფედერაცია ებრძვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას, რადგან კლება უკვე იგრძნობა. თუმცა, არსებული მდგომარეობის გამო ჯერ პანიკა არაა.

„ისინი ვარაუდობენ, რომ დაახლოებით 25 წლის ზაფხულში, მათი ქვეყნისთვის ეკონომიკაზე ნეგატიური ზემოქმედება ძალიან შესამჩნევი გახდება“, - აღნიშნა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, რუსეთში სულ უფრო მწვავე ხდება არმიის რიგებში დეფიციტის საკითხი. უკვე 2025 წლის ზაფხულში მოსკოვი დადგება დილემის წინაშე - გამოაცხადოს ახალი მობილიზაცია ან შეამციროს საომარი მოქმედებების ინტენსივობა, რაც საბოლოოდ შეიძლება გახდეს კრიტიკული მტრისთვის.