Loading data...
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს შეუტია - არიან დაშავებულები

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, ოკუპანტების სამიზნე გახდა ქვეყნის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტები. შედეგად, დაშავდა ადგილზე მომუშავე ორი ენერგეტიკოსი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. 

როგორც „უკრენერგოში“ აცხადებენ, შეტევა განხორციელდა ზაპოროჟიესა და ლვოვის ოლქების გადამცემი სისტემის ოპერატორის ობიექტებზე.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, დაბომბვის დროს ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზი გაითიშა, რამაც გენერატორის დატვირთვის შემცირება გამოიწვია.