Loading data...
რუსეთმა უკრაინას ათასი დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცა - BBC

„რუსეთმა უკრაინას 1000 დაღუპული სამხედროს ცხედარი დაუბრუნა“, - ნათქვამია უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში. ამის შესახებ BBC წერს.

როგორც აღმოჩნდა, მათ შორისაა ტყვეობაში გარდაცვლილი 5 ჯარისკაცის ცხედარი. საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ ისინი მძიმედ დაჭრილთა სიებში იყვნენ, რომლებიც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა. 

ამ ეტაპზე, უკრაინული მხარე ექსპერტიზის ჩატარების პროცესშია, რომ რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირება მოახდინოს. 

პარალელურად, რუსული Telegram არხი „სამხედრო ინფორმატორი“ იუწყება, რომ უკრაინამაც გადასცა რუსეთს 19 დაღუპულის ცხედარი.  

რუსეთის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.