Loading data...
რუსეთმა თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელა შეტევები - უკრაინის გენშტაბი

მიმდინარე დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ფრონტზე თითქმის ყველა მიმართულებით განახორციელეს შეტევები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია ნათქვამი.

გენშტაბის ცნობით, სულ 91 საბრძოლო შეტაკება დაფიქსირდა. 

ანგარიშის მიხედვით, კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა მებრძოლებმა 10, ლიმანის მიმართულებით 6, ბახმუტის მიმართულებით 17, ხოლო ავდეევკას მიმართულებით 22 შეტაკება მოიგერიეს.

„დღის განმავლობაში, ხერსონის მიმართულებით მტერს შეტევითი ოპერაციები არ ჩაუტარებია. 

საარტილერიო და ნაღმებით დაბომბვას 15 დასახლება დაექვემდებარა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.