რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტა 8-დან 10 მაისამდე
რუსეთმა ოფიციალურად გამოაცხადა „ზავი“ 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისამდე. ამ პერიოდის განმავლობაში ფრონტზე მყოფმა ყველა რუსულმა სამხედრო ჯგუფმა სრულად უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, - ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში, ასევე, ნათქვამია, რომ თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცდებიან მოსკოვში აღლუმის ჩაშლას, რუსეთი კიევის ცენტრზე მასშტაბურ თავდასხმას განახორციელებს.
„აღნიშნულ პერიოდში, სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში მყოფი ყველა რუსული სამხედრო ჯგუფი სრულად შეწყვეტს საბრძოლო მოქმედებებს. ამავდროულად, შეწყდება სარაკეტო ძალებისა და არტილერიის, საზღვაო და საჰაერო ბაზების მაღალი სიზუსტის იარაღის, ასევე, დრონების დარტყმები უკრაინის შეიარაღებული ძალებზე და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე“, - განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ.
თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, გააფრთხილა უკრაინელები, რომ რუსი ჯარისკაცები რეაგირებას მოახდენენ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაარღვევენ ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დაარტყამენ რუსეთის ქალაქებს.