1771048798
კონფლიქტები
რუსეთმა ოდესასა და კიევს დაარტყა, დაჭრილია 2 პირი
რუსული ძალების მიერ დარტყმის შედეგად ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ოდესის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა გაავრცელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
კიევის ოლქში კი ორი ადამიანი დაიჭრა. ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს. მისივე ცნობით, შეტევის შედეგად კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.