Loading data...
რუსეთმა ხარკოვის კერძო სექტორი დაბომბა, დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვი

5 მაისის ღამეს რუსეთმა ქალაქ ხარკოვის კერძო სექტორს უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვია. ამის შესახებ უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს.

„ღამით მტერმა ქალაქ ხარკოვის კერძო სექტორს უპილოტო საფრენი აპარატით დაარტყა. აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და სხვა შენობები დაზიანდა.

ხანძარი ორ მისამართზე გაჩნდა. დაახლოებით 200 კვ.მ ფართობზე შენობები, ავტოფარეხი და ავტომობილი დაიწვა“.