Loading data...
რუსეთმა და უკრაინამ სამხედრო ტყვეები გაცვალეს

კრემლმა კიევს სამხედრო ტყვეები გაუცვალა, სულ 146 პირი. ინფორმაციას TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

ამასთან, უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთმა, ასევე, დაიბრუნა კურსკის ოლქის რვა მცხოვრები.

როგორც რუსეთში აცხადებენ, გათავისუფლებული ტყვეები ამჟამად, ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც მათ აუცილებელ სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გათავისუფლებულ სამხედროებს რუსეთში ჩაიყვანენ, სადაც ისინი მკურნალობას და რეაბილიტაციას თავდაცვის უწყების სამედიცინო დაწესებულებებში გაივლიან.

რუსეთში, ასევე, აცხადებენ, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლის პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა.

უკრაინულ მხარეს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.