1774789814
კონფლიქტები
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთის ენერგოობიექტებს შეუტიეს
რუსეთი უკრაინაში მასირებულ თავდასხმებს განაგრძობს. ღამით საოკუპაციო ძალებმა „კინჟალის“ ტიპის აერო-ბალისტიკური რაკეტით და 442 უპილოტო საფრენი აპარატით, მათ შორის 300 „შაჰედით“ იერიშები განახორციელა. თავდასხმების სამიზნე კვლავ ენერგეტიკული და სამოქალაქო ობიექტები გახდა. დაიბომბა მიკოლაევის, ოდესის, სუმისა და ხმელნიცკის ოლქები.
რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები მიაქვს უკრაინასაც. ღამით თავდასხმა მოხდა მოსკოვთან ახლოს იაროსლავის უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე. გაჩენილი ხანძრის შემდეგ, ობიექტზე მუშაობა შეჩერდა.