Loading data...
რუსეთმა და აფხაზეთმა კონტაქტები უნდა გააფართოონ - პუტინი

„რუსეთის და აფხაზეთის ხელისუფლებამ ახალგაზრდებს შორის კონტაქტები უნდა გააფართოონ“. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეო კავშირის დროს განაცხადა. ინფორმაციას Apsadgil.info ავრცელებს.

როგორც პუტინმა არტ-კლასტერის მონაწილესთან, მარგარიტა გერზმავასთან ვიდეო კავშირის დროს განაცხადა, რუსეთის და აფხაზეთის ახალგაზრდების ერთობლივ მუშაობას და შემოქმედებას დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია.

პუტინმა განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა. ამიტომ, აფხაზეთთან ურთიერთობა „ძალზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა“.

„კარგი იქნებოდა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან ამ ახალგაზრდული კონტაქტების გაფართოებაზე შევთანხმდეთ. ეს კონტაქტები უნდა იყოს ცოცხალი, ახალგაზრდებს სარგებელი მოუტანოს და რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირები განამტკიცოს“, - განაცხადა პუტინმა.