Loading data...
რუსეთის რეგიონებს უკრაინამ დრონებით შეუტია

რუსეთის რეგიონებს უკრაინამ დრონებით 16-17 ივლისის ღამეს შეუტია. ჩამოგდებულია 122 უკრაინული დრონი. ინფორმაციას ამის შესახებ TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

როგორც მედია იუწყება, 43 უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე განადგურდა. რუსმა სამხედროებმა 38 დრონის ჩაჭრა კურსკის ოლქის ცაზე მოახერხეს, ხოლო 10 დრონის - ორიოლის ოლქის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 6 დრონი ჩაჭრეს ვორონეჟისა და სმოლენსკის ოლქების ტერიტორიებზე, 5 - ბელგოროდში, 3 - კალუგის ოლქში და 2-2 - ლენინგრადისა და ლიპეცკის ოლქების ცაზე.

როგორც მედია გვამცნობს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის დედაქალაქიც. რუსმა სამხედროებმა მოსკოვში 3 დრონი ჩამოაგდეს. 

სამინისტროს ცნობით, ყველა სამიზნე თვითმფრინავის ტიპის დრონები იყო და ისინი მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებით განადგურდა.