Loading data...
რუსეთის ჯარებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა - სახდეპი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის ჯარებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური იარაღი, კერძოდ, ქლორპიკრინი გამოიყენა. როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული არღვევს ქიმიური იარაღის კონვენციას.

„ეს სავარაუდოდ, გამოწვეულია რუსეთის ძალების სურვილით, უკრაინული ძალები დაკავებული პოზიციებიდან განდევნონ და ბრძოლის ველზე ტაქტიკურ უპირატესობებს მიაღწიონ“, - აცხადებენ სახდეპში.

აღნიშნულის გამო, სანქციები დაუწესდათ  ქიმიურ იარაღის განვითარების კუთხით მომუშავე რუსეთის გამოყენებითი აკუსტიკის კვლევით ინსტიტუტს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 48-ე ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარებს.