Loading data...
რუსეთის დანაკარგები უკრაინაში უახლოეს ორ თვეში გაიზრდება - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვა იმედოვნებს, რომ უახლოეს ორ თვეში რუსეთის დანაკარგები უკრაინის წინააღმდეგ ომში უფრო დიდი იქნება შეტევითი ოპერაციების გამო.

„სავარაუდოა, რომ მომდევნო ორ თვეში რუსული მხარის დანაკარგების რაოდენობა კვლავ გაიზრდება, რადგან აღმოსავლეთ უკრაინაში შეტევითი ოპერაციები განახლდება“, - ნათქვამია ანგარიშში.

ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსი დაღუპულთა საერთო რაოდენობა 465 000 კაცს აღემატება.

ამავდროულად, როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მიუხედავად ცოცხალი ძალის უზარმაზარი დანაკარგისა, რუსეთმა სრულად მოახდინა თავისი შეიარაღებული ძალების ადაპტირება.