Loading data...
რუსეთის ახალი კონტრშეტევა მაისში ან ივნისშია მოსალოდნელი - ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსი ოკუპანტები ახალი შეტევისთვის ემზადებოან, რომელიც მაისის ბოლოს, ან ივლისშია მოსალოდნელი. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS News-ს განუცხადა.

მას არ დაუკონკრეტებია, რომელი მიმართულებით ელიან რუსების შეტევას.

„დღეს, აღმოსავლეთით ვითარება მაქსიმალურად დასტაბილურებულია. საჭირო იარაღისა თუ საბრძოლო მასალის დეფიციტის და ასევე იმის მიუხედავად, რომ ბრიგადების მომზადებას ვიწყებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოქმედებებისთვის, ახლა უკეთესი ვითარებაა, ვიდრე 2-3 თვის წინ იყო. 

ინფორმაციას ვუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს და ვეუბნებით მათ, რომ რუსეთი კონტშეტევით მოქმედებებს ამზადებს. ეს, შეიძლება მოხდეს მაისის ბოლოს, ან ივნისში. 

ახლა, ჩვენ გვჭირდება დახმარება, რომ მოვამზადოთ შესაბამისი ბრიგადები, რომლებსაც ჩვენი მიწისთვის ბრძოლა მოუწევთ. განსაკუთრებით იმ კონტრშეტევის პირობებში, რომლის დაწყებაც რუსებს სურთ“, - აცხადებს ზელენსკი.