Loading data...
რუსეთი იყენებს უკრაინაში ამერიკული იარაღის ჩამოსვლამდე შესაძლებლობის ბოლო ფანჯარას - The Hill

რუსეთი ახლა ახორციელებს მთელი ძალის მობილიზებას, რათა მაქსიმალურად გამოიყენოს დარჩენილი შესაძლებლობების ფანჯარა და მიაღწიოს ნებისმიერ მიღწევებს წინა ხაზზე, სანამ უკრაინაში ამერიკული იარაღი მივა ბრძოლის ველზე.

როგორც The Hill წერს, გასულ კვირას რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე სოფელი დაიკავეს და უახლოეს დღეებში დამატებითი ტერიტორიის აღებას აპირებენ. რუსული სარაკეტო და უპილოტო დარტყმები, ასევე, სულ უფრო ეფექტური ხდება, რადგან უკრაინას არ გააჩნია თავდაცვითი იარაღი თავდასხმების მოსაგერიებლად.

„მაგრამ რუსეთის შესაძლებლობა, ისარგებლოს უკრაინის სისუსტით, სწრაფად ქრება და მას ცოტა დრო რჩება, სანამ ამერიკული იარაღი მიაღწევს ბრძოლის ველს და გაააქტიურებს უკრაინულ ძალებს“, - აღნიშნავს გამოცემა.

ჯონ ჰერბსტმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უკრაინაში, იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს შეუძლია გააძლიეროს შეტევა, იმის გათვალისწინებით, თუ რა სისწრაფით ახორციელებს აშშ დახმარებას უკრაინაში.

მან აღნიშნა, რომ დახმარების დიდი ნაწილის მოსვლამდე საკმაოდ საშიში პერიოდი იქნება.

თუმცა, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე საშიში მომენტი უკვე გავიდა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ბრძოლის ველზე დიდ წარმატებას მიაღწიოს.

„მე ვფიქრობ, რომ ისინი დაკარგავენ ძალიან მცირე ტერიტორიას ან საერთოდ არ დაკარგავენ ტერიტორიას მომდევნო ორიდან ოთხ კვირაში“, - დასძინა ჰერბსტმა.