Loading data...
რუსეთი ერთ-ერთი რეგიონული ცენტრის ხელში ჩაგდებას გეგმავს - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო ქალაქები დაასახელა

რუსეთი ერთ-ერთი რეგიონული ცენტრის ხელში ჩაგდებას გეგმავს, - ამის შესახებ საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ძალების (AAF) მე-8 კორპუსის პრესსპიკერმა ვადიმ კარპიაკმა განაცხადა.

„მათი ამოცანაა რომელიმე რეგიონალური ცენტრის დაკავება. და მათ ძალიან სურთ, რომ ეს იყოს სუმი ან ხარკოვი. ისინი სუმისკენ მიემართებიან. ადრე ხშირად ამბობდნენ, რომ ბუფერულ ზონას ქმნიდნენ. თუმცა, ობიექტურად, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები არ ადასტურებს, რომ ეს ბუფერული ზონაა. რუსებს სურთ, რაც შეიძლება მეტი  ტერიტორია დაიკავონ“, - აღნიშნა კარპიაკმა.

მან დასძინა, რომ რუსები არ ცდილობენ ბუფერული ზონის შექმნას, რათა თავდაცვის ძალებმა კურსკის ოპერაციის გამეორება არ შეძლონ. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ უკრაინის ტერიტორიის, რაც შეიძლება მეტი ნაწილის დაკავებას.

„ისინი შეტევას ცდილობენ. ისინი შეტევით ქმედებებს ახორციელებენ. მათი მიზანი, სულ მცირე, სუმის, როგორც რეგიონალური ცენტრის, დაკავებაა. ისინი წარმატებას ვერ აღწევენ, მაგრამ არ ნებდებიან, ამიტომ ახლა ზეწოლას ახდენენ“, - დასძინა კარპიაკმა.