Loading data...
რუსეთი ემზადება ზაპოროჟიეზე თავდასხმისთვის - The Economist

უკრაინელების განცხადებით, რუსეთი ემზადება ზაპოროჟიეზე შეტევისთვის, რომელიც ფრონტიდან მხოლოდ 30 კილომეტრში მდებარეობს, - წერს The Economist.

როგორც გამოცემა წერს, 2022 წლის ბოლოს ვლადიმერ პუტინმა მთელი რეგიონი თავის საკუთრებაში გამოაცხადა, თუმცა აკონტროლებდა მისი ტერიტორიის მხოლოდ მესამედს. ორი თვის განმავლობაში რუსული რაკეტებით თავს ესხმოდნენ ქალაქს და გაანადგურეს 1 500 სახლი.

უკრაინის წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, გაზეთს განუცხადა, რომ 130 000 რუსი დამპყრობელი შესაძლოა მალე ჩაებას ბრძოლაში.

თუმცა, პოლკოვნიკი ოლექსი ხილჩენკო, სწრაფი რეაგირების ბრიგადის მეთაური, რომელიც ახლახან გადაიყვანეს ზაპოროჟიეში, მიიჩნევს, რომ რუსეთი ამ ქალაქს თავს არ დაესხმება. ის, ასევე, ირწმუნება, რომ რუსები გეგმავდნენ ორი დივიზიის (20 000-30 000 ჯარისკაცის) გაგზავნას თავდაპირველი თავდასხმისთვის, მაგრამ ნახევარი გადაიყვანეს კურსკის ოლქში.

118-ე „ლემბერგის“ ბრიგადის ბატალიონის მეთაური, რომელიც ზაპოროჟიეს რეგიონის სამხრეთ-დასავლეთ თავდაცვის ხაზებს იკავებს, აცხადებს, რომ ოკუპანტები ჯერ არ არიან მზად ამ ნაბიჯისთვის.

„მაგრამ როდესაც ისინი მას დაარტყამენ, პირველი დარტყმა იქნება ყველაზე ძლიერი“, - დასძინა მან.

მედია წერს, რომ უკრაინა ამჯერად არანაირ რისკზე არ მიდის და ზაპოროჟიესთან ახალ სიმაგრეებს აშენებს.