Loading data...
რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, ცდილობს გაარღვიოს თავდაცვა - ISW

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ოკუპანტებმა საგრძნობლად გაზარდეს სახმელეთო შეტევების რაოდენობა აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს მიუთითებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო სარდლობის განზრახვაზე, გააძლიეროს თავისი არმიის წარმატებები დასავლეთის სამხედრო დახმარების ფრონტზე მოსვლამდე, - ამის შესახებ უკრაინული მედია ომის შესწავლის ინსტიტუტზე დაყრდნობით იუწყება

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) იტყობინება, აღმოსავლეთში საბრძოლო შეტაკებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 8 მაისს - 84 შეტაკება მოხდა 9 მაისს - 146. ბრძოლების უმეტესი ნაწილი ხარკოვის რეგიონიდან დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სასაზღვრო ზონამდე მიმდინარეობდა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, 2024 წლის მარტიდან აპრილამდე, რუსული თავდასხმების რიცხვი გაიზარდა 17%-ით და თავდასხმების 75%-ზე მეტი დაფიქსირდა ჩასივ-იარის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით. ამავდროულად, 200%-ით გაიზარდა რუსული თავდასხმების რაოდენობა ჩასივ-იარის მახლობლად.

ერთ-ერთი უკრაინული ბატალიონის სპიკერის ნაზარ ვოლოშინის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს ისარგებლოს შეიარაღებული ძალების შედარებით სისუსტით, სანამ ისინი ელოდებიან დასავლური დახმარების ჩამოსვლას.

„რუსული ძალები შეინარჩუნებენ თავდასხმების მაღალ ინტენსივობას აღმოსავლეთ უკრაინაში, რათა მიაღწიონ წარმატებას უკრაინაში დასავლური დახმარების ჩამოსვლამდე. ეს დახმარება შეზღუდავს რუსული ძალების უნარს, შეინარჩუნონ თავდასხმების მაღალი ინტენსივობა და ტაქტიკურ წარმატებებს, რომლებსაც ახლა შეუძლიათ მიაღწიონ“, - დასძენენ ISW-ში.