რუსეთ-უკრაინის საზღვართან დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული - უკრაინული მედია
რუსეთ-უკრაინის საზღვართან დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია განლაგებული. ინფორმაციას უკრაინული მედია სამხრეთ კორეის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრის ლი სონგ-კვონის თქმით, სექტემბრიდან ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დაახლოებით 5 000 სამხედრო მუშა გაგზავნა, რომლებიც ე.წ. ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებს ასრულებენ.
სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაახლოებით 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი უკვე განლაგდა.
ჯარისკაცების სანაცვლოდ, ჩრდილოეთ კორეა რუსეთისგან ფინანსურ დახმარებას, საკვებს, ენერგიას და მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებზე წვდომას იღებს, რაც კიმ ჩენ ინს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ მხარი დაუჭიროს საკუთარ ეკონომიკას, არამედ განავითაროს თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგრამები და სრულიად უგულებელყოს მკაცრი საერთაშორისო სანქციები.