Loading data...
რუსებმა დაიკავეს დასახლება კურსკის ოლქში - Deep State

დასრულდა რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის 1008-ე დღე. რუსებმა აიღეს კურსკის რაიონის სოფელი დარინო, - ამის შესახებ Deep State-ის ანალიტიკოსები იტყობინებიან. 

მათივე ცნობით, გარდა ამისა, რუსი ოკუპანტები დაწინაურდნენ უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე - კერძოდ, დონეცკის ოლქის ტორეცკის მახლობლად.

„მოწინააღმდეგემ დაიპყრო დარინო (რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქი), ასევე, დაწინაურდა ტორეცკის, პლეხოვოს (რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქი) და ნელიპივკას (დონეცკის ოლქი) მახლობლად“, - ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ დარინო არის სოფელი კურსკის ოლქის სუჟანის რაიონში. ის უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება 2024 წლის აგვისტოდან.