რუსები ყველაზე მეტად უტევენ კურახოვოს მიმართულებით - რა მდგომარეობაა ფრონტზე

ფრონტის ხაზზე ვითარება კვლავ დაძაბულია. 30 ოქტომბრის დღის დასაწყისიდან ფრონტზე 51 საბრძოლო შეტაკება მოხდა, უმეტესობა კურახოვოს მიმართულებით, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
როგორც გენერალურ შტაბში განაცხადეს, სასაზღვრო დასახლებები კვლავ განიცდიან საარტილერიო დაბომბვას რუსეთის ტერიტორიიდან. ოკუპანტი, ასევე, ბომბავს კურსკის რეგიონს.
„ხარკოვის მიმართულებით რუსმა დამპყრობლებმა ერთხელ უშედეგოდ შეუტიეს უკრაინული შენაერთების თავდაცვით ხაზებს ვოვჩანსკის მახლობლად.
კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის 15 თავდასხმა, შეტაკება გრძელდება.
ლიმანის მიმართულებით დამპყრობლის არმიამ დღის განმავლობაში ხუთი შეტევა განახორციელა.
აგრესორმა სივერსკის მიმართულებით ორი შეტევითი მოქმედება განახორციელა ბილოგორივკას დასახლებებზე, ბრძოლა გრძელდება.
დღეს დამპყრობელს არ განუხორციელებია შეტევითი მოქმედებები კრამატორსკის და ტორეცკის მიმართულებით .
პოკროვსკის მიმართულებით, დღის დასაწყისიდან ოკუპანტებმა 11-ჯერ შეუტიეს, ცდილობდნენ უკრაინელი დამცველების დაკავებული პოზიციებიდან ჩამოგდებას. თავდაცვის ძალებმა შეაჩერეს შეტევა და მოიგერიეს აგრესორის ცხრა შეტევა, შეტაკება ამ დრომდე გრძელდება.
კურახოვოს მიმართულებით ოკუპანტებმა განახორციელეს 21 თავდასხმა, მათ განახორციელეს ავიადარტყმები. ორეხოვოს მიმართულებით დამპყრობელმა საჰაერო იერიში მიიტანა.
დნეპრის მიმართულებით ამ დრომდე განხორციელდა მოწინააღმდეგის სამი შეტევა, რომლებიც წარმატებით მოიგერიეს უკრაინის დამცველებმა“, - აცხადებენ გენშტაბში.