Loading data...
რუსები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, გიჟებივით უტევენ - გენერალური შტაბი

რუსები ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებას ცდილობენ, გიჟებივით უტევენ. მათ ბოლო დღეს ყველაზე მეტად შეუტიეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებებს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის შეჯამებაშია აღნიშნული, ბოლო 24 საათის განმავლობაში 95 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

გენშტაბის ცნობით, ავდეევკის რეგიონში უკრაინელმა დამცველებმა მოიგერიეს 28 თავდასხმა. ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 21 თავდასხმა ლუგანსკის ოლქის ბილოგორივკას დასახლებების რაიონებში.

ორეხოვოს მიმართულებით მოწინააღმდეგემ 19-ჯერ შეუტია უკრაინული დამცველების პოზიციებს დონეცკის ოლქის სტარომაიორსკის და ზაპოროჟიეს ოლქის რობოტინოს რაიონებში.

კუპიანსკის მიმართულებით უკრაინელმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს 13 თავდასხმა ხარკოვის ოლქის სინკოვკას და ბერესტოვოეს დასახლებებში.

ლიმანის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს 4 თავდასხმა დონეცკის ოლქში. ნოვოპავლოვსკის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეკავებას დონეცკის ოლქის კოსტიანტინივკას, ვოდიანეს და უროჟანოეს დასახლებებში, სადაც ოკუპანტი 7-ჯერ ცდილობდა უკრაინული ჯარების თავდაცვას.

ხერსონის მიმართულებით, დამპყრობელი არ თმობს თავის განზრახვას, დაარტყას უკრაინულ ქვედანაყოფებს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.  გასული დღის განმავლობაში მან 2-ჯერ წარუმატებლად შეუტია უკრაინული ჯარების პოზიციებს“, - აცხადებენ გენშტაბში. 

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციამ გასულ დღეს 6 სარაკეტო და 80 საჰაერო დარტყმა განახორციელა, უკრაინული ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ და სარაკეტო ძალების დანაყოფებმა დაარტყა 1 სარადარო სადგურს, 2 საბრძოლო მასალის საცავს, 1 საზენიტო თავდაცვის მოწყობილობას და მოწინააღმდეგის პერსონალის 17 საკონცენტრაციო ზონას.