Loading data...
რა მიმართულებით გააძლიერებენ ოკუპანტები შეტევით მოქმედებებს - სამხედრო ექსპერტმა მიმართულებები დაასახელა

უახლოეს მომავალში რუსი ოკუპანტები, სავარაუდოდ, გააძლიერებენ შეტევით მოქმედებებს დონეცკი-ვოლნოვახას მონაკვეთზე, კერძოდ უგლედარსა და კურახოვოზე, - ამის შესახებ სამხედრო ექსპერტმა, პილოტ-ინსტრუქტორმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკმა რომან სვიტანმა განაცხადა.

„ისინი [რუსები] სავარაუდოდ, გეგმავენ სერიოზული სამხედრო ოპერაციების დაწყებას ამ მიმართულებით უახლოეს კვირებში“, - აღნიშნა მან.

ასევე, უკრაინის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ რუსეთის არმია გეგმავს გაჭრას მარშრუტი, რომელიც ამარაგებს უგლედარის გარნიზონს. ამ მიზნით ოკუპანტები გააქტიურდნენ სტარომაიორსკის და უროჟანის რაიონებში.