Loading data...
პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების პირობებთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მისაღებ ვარიანტზე შეთანხმება შესაძლებელია „თუ საღი აზრი გაიმარჯვებს“. თუ არა, ყველაფერი სამხედრო გზით უნდა გადაწყდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვხედავთ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის განწყობას ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მათ მოწოდებებს, არამედ გულწრფელ სურვილს, რომ ვიპოვოთ ეს გადაწყვეტა (უკრაინის საკითხისთვის). გვირაბის ბოლოს სინათლე ჩანს. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. თუ არა, მაშინ ყველაფერი სამხედრო გზით უნდა გადაწყდეს“, - დასძინა პუტინმა.