Loading data...
პუტინი მიზნად ისახავს ნატოს დაშლას და უკრაინის სრულ კონტროლს - ISW

ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ნიკოლა პატრუშევმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიზნები უკრაინაში უცვლელი რჩება, - ამის შესახებ RBC უკრაინა ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

მისი თქმით, პუტინის მიზნები ომში არ შეცვლილა.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ პუტინმა 2022 წლის 23 თებერვლის გამოსვლაში უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“ სრულმასშტაბიანი შეჭრის მთავარ მიზნებად დაასახელა. ეს მიზნები ემყარება უკრაინის თავდაცვის უნარის განადგურებას და უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის პრორუსული მარიონეტებით ჩანაცვლებას.

გარდა ამისა,  პატრუშევმა უარყო წინადადება იმის შესახებ, რომ რუსეთი მზადაა დათმოს უკრაინის ნებისმიერი ოკუპირებული ტერიტორია მომავალ მოლაპარაკებებში და განაცხადა, რომ ეს იდეა „ არ განიხილება“.

გარდა ამისა, დმიტრო როგოზინმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა აგრძელებს „დენაციფიკაციის“ განხორციელებას უკრაინაში.

„პუტინის მიზანი უკრაინაში ნატოს დაშლა და უკრაინის სრული კონტროლის ხელში ჩაგდებაა. პუტინი რჩება ამ მიზნების ერთგული და ომის შესწავლის ინსტიტუტს არ უნახავს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ის მზადაა ამ მიზნებზე კომპრომისზე წავიდეს მომავალ მოლაპარაკებებში“, - აცხადებენ ანალიტიკოსები.