Loading data...
პოკროვსკის მიმართულებით ვითარება დაძაბულია - უკრაინის გენშტაბი

პოკროვსკის მიმართულებით ვითარება კვლავ დაძაბულია. კერძოდ, დღის დასაწყისიდან მოწინააღმდეგემ უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებს ამ ტერიტორიაზე უკვე 18-ჯერ შეუტია, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

„ცხრა თავდასხმა მოიგერიეს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა და ბრძოლები ჯერ კიდევ გრძელდება. ვითარება დაძაბულია. უკრაინელი ჯარისკაცები იღებენ ზომებს სიტუაციის სტაბილიზაციისთვის და რუსი აგრესორის უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად წინსვლის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა.

გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ხარკოვის მიმართულებით, მოწინააღმდეგემ წარუმატებლად შეუტია თავდაცვის ძალების ნაწილებს ვოვჩანსკის რეგიონში. დაწვრილებითი ინფორმაციით, ამ მიმართულებით რუსეთის ჯარისკაცების დანაკარგებმა გასულ დღეს შეადგინა: 180-ზე მეტი დაღუპული და დაჭრილი, ოკუპანტმა დაკარგა - ერთი BBM, ორი საარტილერიო სისტემა და ოთხი მანქანა.