Loading data...
„ფრთხილად იყავით“ - ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს

რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მან უკრაინელებს მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ, როდესაც ქვეყანაში საჰაერო განგაში გამოცხადდება. 

„დაზვერვის სამსახურიდან არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ. მათ სიცივით სურთ ისარგებლონ. ეს დარტყმა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში განხორციელდეს“, - დასძინა ზელენსკიმ და ხალხს მოუწოდა, დაიცვან საკუთარი თავი და ქვეყანა.