Loading data...
ფრონტზე უკვე 51 შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

დღის დასაწყისიდან ფრონტზე უკვე 51 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ყველაზე დაძაბული სიტუაციაა პოკროვსკის მიმართულებით, - იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბი.

გენშტაბის ცნობით, სუმისა და ჩერნიგოვის რეგიონის სასაზღვრო დასახლებები კვლავ დაინომბა რუსი დამპყრობლების მიერ. ასევე, რუსები თავიანთი ტერიტორიიდან აგრძელებენ ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მართვადი საჰაერო ბომბებით.

კუპიანსკის მიმართულებით ბრძოლა გრძელდება ბერესტოვოს მახლობლად. მოწინააღმდეგემ ორჯერ წარუმატებლად სცადა შეტევა უკრაინის პოზიციებზე ლიმანის მიმართულებით. პოზიციების დაკარგვა დაუშვებელია.

დამპყრობლის ჯარები აგრძელებენ აქტივობის გაზრდას სივერსკის მიმართულებით. დღის დასაწყისიდან უკრაინის დამცველებმა უკვე მოიგერიეს ოკუპანტის ხუთი თავდასხმა.

კრამატორსკის მიმართულებით მოწინააღმდეგის თავდასხმა ივანოვსკის დასავლეთით წარუმატებელი აღმოჩნდა.

დღის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს 19-ჯერ შეუტიეს. ამჟამად უკრაინის დამცველებმა მოიგერიეს ოკუპანტის 17 შეტევა.

კურახოვოს მიმართულებით, აგრესორი კრასნოგორივკასა და ვოდიანეს მახლობლად შტურმს ახორციელებს. უკრაინის დამცველებმა ამ ტერიტორიაზე მოწინააღმდეგის ორი შეტევა მოიგერიეს.

დნეპრის მიმართულებით აგრესორმა სამჯერ წარუმატებლად სცადა შეტევა უკრაინის პოზიციებზე“, - აცხადებენ გენშტაბში.