Loading data...
ფრონტზე მდგომარეობა რთულია, ზოგიერთი მიმართულებით კი - კრიტიკული - უკრაინელი გენერალი

ფრონტზე მდგომარეობა რთულია, ზოგიერთი მიმართულებით კი - კრიტიკული. რუსები წინსვლას გეგმავენ, - ამის შესახებ უკრაინელმა გენერალ-ლეიტენანტმა, იგორ რომანენკომ განაცხადა.

„სიტუაციას ფრონტზე ვაფასებ, როგორც რთულს. ზოგიერთი მიმართულებით - კრიტიკული, როგორიცაა კურახოვსკი და კუპიანსკი. პუტინი აპირებს მაქსიმალურად წინსვლას. ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეები გააქტიურდნენ. გამოიყოფა რესურსები და რეზერვები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტერიტორია დაიკავონ რუსებმა, სანამ საფუძველი ჩაეყრება მომავალ მოლაპარაკებებს“, - აცხადებს უკრაინელი გენერალი.

მისივე განცხადებით, შეტევა უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და პუტინი ამას თავისი პოზიციების გასაძლიერებლად იყენებს.

მან, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი მძიმე ვითარება არ შეიქმნებოდა, თუ  უკრაინის მოკავშირეები დროულად და სრულად უზრუნველყოფდნენ იარაღს და განხორციელებულიყო მობილიზაციის გეგმა.

„ჩვენი მხრიდან და მოკავშირეების მხრიდან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პასუხი, დროულად და ინტენსიურად მოგვაწოდონ იარაღი, ეს სამი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო, მაშინ ასეთი სიტუაცია არ შეიქმნებოდა“, - დასძინა მან.