Loading data...
„ფრონტის ხაზზე რთული ვითარებაა, გაუარესების ტენდენციით“ - ალექსანდრ სირსკი

ფრონტზე არსებული ვითარება რთულია და არსებობს გაუარესების ტენდენცია. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი აცხადებს.

„საკონტაქტო ჯგუფის წევრებს ვაცნობე რთული ოპერატიულ-სტრატეგიული ვითარების შესახებ, რომელიც გაუარესებისკენ არის მიდრეკილი“, - წერს სირსკი Telegram არხზე. 

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა აღნიშნა, ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იარაღის დროულად მიწოდებას.