1741691948
კონფლიქტები
პესკოვი: კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი - სამხედრო სამიზნეებს

11 მარტს უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით მოსკოვის ოლქზე იერიში მიიტანა. აღნიშნულ ფაქტს კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ იცის, რატომ მოხდა დღეს მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს კიევის რეჟიმს ჰკითხონ.
„კიევი ურტყამს საცხოვრებელ სახლებს, ხოლო რუსეთი - სამხედრო სამიზნეებს“, - აცხადებს პესკოვი.
გარდა ამისა, პრესმდივანმა შეაქო რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობა.
„ჩვენმა სამხედროებმა და საჰაერო თავდაცვამ დიდი სამუშაო შეასრულეს. უკრაინული დრონების უმეტესობა გაანადგურეს“, - დასძენს კრემლის პრესსპიკერი.