Loading data...
პასუხი აშშ-ს - ირანმა ქუვეითს, ბაჰრეინსა და იორდანიას შეუტია

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, აშშ-ის აგრესიის საპასუხოდ, მათ 12 ბალისტიკური რაკეტით იორდანიაში მდებარე ალ-აზრაქის ავიაბაზა დაბომბეს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

ირანული მხარის მტკიცებით, იორდანიაში მდებარე ავიაბაზაზე ამერიკული F-35, F-15 და F-16 ტიპის გამანადგურებლები იყო განთავსებული.

გარდა ამისა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა დაბომბა აგრეთვე ქუვეითი. ქუვეითის ხელისუფლებამ ქვეყნის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. სირენების ხმა ისმოდა ბაჰრეინშიც.

მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო-კოსმოსური ძალების მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა მაჯიდ მუსავიმ ამერიკელები გააფრთხილა, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს ჯოჯოხეთად აქცევს, თუ ისინი ჰორმუზის სრუტეს საფრთხეს შეუქმნიან.

ცნობისთვის, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკულმა მხარემ გასულ ღამეს ირანში მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანა.