Loading data...
პაკისტანმა ავღანეთს დაარტყა, დაღუპულია სულ მცირე, 18 ადამიანი - BBC

პაკისტანმა ავღანეთზე იერიში მიიტანა. მედიის ცნობით, ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები. როგორც BBC იუწყება, სულ მცირე, 18 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორის, ქალები და ბავშვები. 

პაკისტანში განაცხადეს, რომ დარტყმები ავღანეთში მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების სამიზნეებზე განახორციელეს მას შემდეგ, რაც რამადანის პერიოდში თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით სამხედრო ავტოკოლონას დაეჯახა, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პაკისტანში, ასევე, აცხადებენ, რომ მათ გააჩნიათ მტკიცებულება, რომ თავდასხმები ჩაიდინეს პაკისტანელმა თალიბებმა, რომლებმაც ბრძანებები ავღანეთში განლაგებული ხელმძღვანელობისა და კურატორებისგან მიიღეს.