1770732724
კონფლიქტები
ოსურმა მხარემ საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლა
ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს მოქალაქე, ივანე ილურიძე გაათავისუფლა, რომელიც ახალგორის რაიონთან 2025 წლის 9 აგვისტოს დააკავა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
ცხინვალის ე.წ უშიშროების კომიტეტის ცნობით, ილურიძეს ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლით.
„ილურიძის სასჯელის ვადა ამოიწურა და ის საქართველოს წარმომადგენლებს გადაეცა“, - განაცხადეს ცხინვალში.
მანამდე ივანე ილურიძე ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან 2025 წელს დააკავეს. ის პატიმრობაში რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა.