Loading data...
ოკუპირებული აფხაზეთის მიერ თურქეთში ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა

ოკუპირებული აფხაზეთის მიერ თურქეთის ქალაქ სტამბოლში ე.წ. საარჩევნო უბნის გახსნის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. სოხუმი თურქეთში საარჩევნო უბნის გახსნას გეგმავდა, სადაც 15 თებერვალს ე.წ. პრეზიდენტის არჩევნებზე თურქეთში მცხოვრებ აფხაზურ დიასპორას ხმა უნდა მიეცა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლებამ აფხაზურ დიასპორას თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. არჩევნების ჩატარება აუკრძალა. მანამდე თურქეთს შესაბამისი ნოტა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაუგზავნა.

სოხუმის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარების აკრძალვის წესის დარღვევის შემთხვევაში თურქეთში ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლობა დაიხურება.